ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო პოლიტიკური დაპირება - ხაბეიშვილი
ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერი ამბობს, რომ მას მტკიცებულებების გარეშე ასამართლებენ და არანაირი დამამტკიცებეული საბუთი არ არსებობს, რომ ის დამნაშავეა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის განცხადებები, რაც მან გააკეთა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან იყო შეთანხმებული და ის მათ გადაწყვეტილებას ახმოვანდება.
სასამართლოს ვეკითხები, რამე სტანდარტი არ არსებობს? მტკიცებულებების გარეშე რომ ასამართლებთ ადამიანს, სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს ამით განცხადება. მე ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ვაკეთებდი განცხადებას, რომელიც შეთანხმებული იყო პოლიტსაბჭოსთან და რომელიც იყო პოლიტიკური დაპირება. ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდებოდა მომავალში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შეეხებოდა ხალხს, რომლებიც არ აწამებდნენ ადამიანებს და ამისთვის ჯილდოს მიიღებდნენ, პრემიას.
5 წელი მიუსაჯეს პედოფილს და მე პოლიტიკური განცხადებების გამო, მასზე ნაკლები არ მემუქრება. რა შემთხვევაში ვიქნები ციხეში, იცით? ერთი ფაქტი რომ გქონდეთ.
გარეუბანში ვცხოვრობ კაცი. რაც მაბადია ჩემი შვილები და ჩემი ღირსებაა. მე ჩემი ჯიბიდან არავის ვპირდებოდი. მე რომ სახლში ვცხოვრობ, ზოგს ეგეთი აბაზანა აქვს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, - განაცხადა ხაბეიშვილი.