ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი პუტინს, 9 მაისთან დაკავშირებით, მისალოც წერილს უგზავნის
ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი პუტინს, 9 მაისთან დაკავშირებით, მისალოც წერილს უგზავნის.
სრულად ვეთანხმებით რუსეთის ფედერაციის თანმიმდევრულ პოზიციას ისტორიული სიმართლის დაცვისა და საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხებში, - წერს ალან გაგლოევი წერილში.
„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! სამხრეთ ოსეთის ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მთელ რუს ხალხს ამ დიდ დღესასწაულს - დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს!“, - აღნიშნულია წერილში.
გაგლოევის თქმით, დღევანდელ დროში, როდესაც მსოფლიო კვლავ გამოწვევების წინაშე დგას, „რუსეთის როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.