მდინარაძე გიორგი უძილაურზე: შემიძლია სუს-ს ვთხოვო, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო

08.05.26 16:04
მდინარაძე გიორგი უძილაურზე: შემიძლია სუს-ს ვთხოვო, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო

შემიძლია სუს-ს ვთხოვო, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ და როგორ გადასცემენ მას თანხას კონვერტით, - ეს განცხადება მდინარაძემ გიორგი უძილაურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ვერ გამოქვეყნდება, კონკრეტულად რა ინფორმაციას გადასცემდა ბრალდებული პირი და ამის იქით მასალების განსაიდუმლოება ვერ მოხდება.

სუს-ის პირველ ბრიფინგზე, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, იყო პირველი მინიშნება. იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვითი სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი დააკავა. როგორც მივხვდით, ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. ამის შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ძალიან საინტერესო ადამიანი - ამ სამუშაოს წარმოების მიმართულებით საინტერესოობაზე ვსაუბრობ. შემდეგ იყო ევროპის - ოდნავ დავაკონკრეტებ და მეტ არაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით - ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.

დღენახევარია ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ამ საკითხშიც კი ეჭვის შეტანას ცდილობენ. რაკი საკითხი ასე დააყენეს, შემიძლია უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ვთხოვო, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემ მას თანხას კონვერტით და როგორ აწერს ხელს შესაბამისს უწყისს ხელს“, - განაცხადა მდინარაძემ.