"საქართველო-უკრაინის ურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესშია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაილო პოდოლიაკთან

08.05.26 20:22
"საქართველო-უკრაინის ურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესშია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაილო პოდოლიაკთან

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. „პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობის მიუხედავად, პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა დიალოგია და სწორედ კომუნიკაციის აღდგენამ შეიძლება შექმნას საფუძველი პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განხილვისთვის.

მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედვათ, როგორ, შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის რა რელობაა სსაქრათველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დიაკუსისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქრათველოსთვის , ასევე უკრაინისითვის.  
 

დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ასევე ჰუმანიტარული საკითხები. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე , რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციოდ დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მე მესმის ამის მიზეზი. მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გავქვს ინტერესი ჩვენ პარნიტორებთან გავაღრმავოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია, - ამბობს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც დაუთმო. მისი თქმით, უკრაინული მხარე ჰუმანიტარული და პოლიტიკური მოტივებით მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა პენიტენციური დაწესებულება უნდა დატოვოს — დაბრუნდეს უკრაინაში ან მკურნალობის მიზნით მესამე, ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიყვანონ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სააკაშვილის საკითხი საქართველოსთვის რეპუტაციულ პრობლემად იქცა და მისი გათავისუფლება არა მხოლოდ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების დათბობას, არამედ საქართველოსა და ევროპელ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. 

 

ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, ისტორიული პერპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, რომ საკააშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან შესაძლოა მოძებნნილი იყოს შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში. სადაც ის გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საააკაშივლი არის უკრიანის მოქალაქე , მისი პატიმრობა არ არის საქრთველოს პრობლემა, ეს არის რუსთის ფედერაციის პრობლემა. ეს არის პუტინის პირადი პრობლემა, როემლიც დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინაღმდეგ  და ეძებს შესაძლებლობებს შეუქმნას მათ ცხოვრებისეული სირთულეები. სააკაშვლი სწორედ ამ საკითხს შეეჯახა. საქრთველსოთვის , როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის რეპუტაციულად მშივენლოვანია, რომ სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, ან დაბრუნდეს უკრაინაში ან გააგზავნონ მესამე ქვეყანაში. და საქრთველომ ამ პრობოლემის გარეშე გააგრძელოს ორმხრივი და მრავალხრივი ურთიერთობების მშენებლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სააკშვილის გათავისუფლების ნაბიიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრიანასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან. და მესამე, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, მე მესმის ის გავლენა რომლის მოხდენასაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე, მე მესმის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ჩვენ ვხედავთ შემცირებულ კონტაქტებს ევროკაშირთან , სასურველია, რომ ეს იყოს აღდგენილი.  თუ აქ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით დაინტერესებულები. რუსული გავლენების შემცირება ნებისმიერ რეგიონში , ეს მომგენბიანი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად ამ რეგიონისთვის. რუსეთი არ არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების განვითარებით, მისი ინტერესია ქაოსების შექმნა, კონფლიოქტური სიტუაციების შექმნა. მე მესმის, რომ შეიძ₾ება რუსეთმა  შესთავაზოს კორუფციული ქსელები ან იაფი ენერგომატარებლები, მაგრამ,  საბოლოო ჯამში,  რუსეთის სტრატეგია მხოლოდ სხვების დაკნინებას ემსახურება. საქ-ს შეუძლია შესთავაზოს საკუთარ მოქალაქეებს უფრო მეტი, ვიდრე თანამშრომლობა რუსეთთან.  ეს არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. ჩვენ პატვისცემით უნდა მოვეკიდოთ საქრთველოს არჩევანს, - ამბობს პოდოლიაკი. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებულია, რომ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობად ჩამოყალიბდეს. პოდოლიაკის განცხადებით, სწორედ ასეთი თანამშრომლობა მისცემს ორ ქვეყანას შესაძლებლობას, ევროპული ინტეგრაციის პროცესში საერთო ინტერესები ერთად დაიცვან და უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირები ჩამოაყალიბონ. 

რა თქმა უნდა, ბატონო ზელენსკი დაინტერესბული იქნება თუ,  ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარება. და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე. და ჩვენ ერთად შევძლებთ ინეტერსების ლობირებას ევროპაში. ჩვენ გვაქვს პარნტიორული ურთიერტობები მოლდოვასთან, ჩვენ მივდივართ ევროინტეგრაციის პარალელური გზებით. ამისთვის საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა , პირველ რიგში, დაძაბულობის მოხსნა, - თქვა მან.