ჯაშუშობის საქმე და გასაჯაროვებული ვიდეომასალა - რას ამტკიცებს სუსი
გიორგი უძილაურის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების მტკიცებით, მის სავარაუდო ჯაშუშურ საქმიანობას ასახავს. დაახლოებით ერთწუთიან ჩანაწერში ორ პირს შორის საუბარი ისმის. კადრები, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგადაა მოპოვებული და საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული კამერით არის გადაღებული.
ვიდეოს დასაწყისში ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ერთ-ერთი პირი მეორეს მითითებებს აძლევს და უხსნის, როგორ უნდა დაამყაროს კავშირი. ჩანაწერი კონვერტის გადაცემისა და დოკუმენტზე ხელმოწერის ფრაგმენტებით სრულდება.
საიდუმლო საქმის მასალების გასაჯაროება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მოითხოვა. სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიდეოს გამოქვეყნება კანცელარიიდან დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე დააანონსა.
მდინარაძის განცხადებით, ჩანაწერმა საზოგადოებაში არსებული ეჭვები უნდა გაფანტოს. მისივე თქმით, გიორგი უძილაურს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან და ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს შესაბამის სიგნალებს ადრეც უგზავნიდა.
გიორგი უძილაურის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას არც ერთწუთიანი ვიდეო და არც სრული ჩანაწერი ადასტურებს, რომელიც დაცვის მხარემ უკვე შეისწავლა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.