ემზადება თუ არა "ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილის შესაწყალებლად?

08.05.26 20:08
ემზადება თუ არა "ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილის შესაწყალებლად?

ირაკლი ღარიბაშვილი შეწყალებას ამ ეტაპზე არ ითხოვს. ამის შესახებ „პირველებთან“ ყოფილი პრემიერის ადვოკატი აცხადებს. უფლებადამცველის თქმით, რუსთავის ციხეში მყოფ მსჯავრდებულ ექს-პრემიერს შესაბამისი მოთხოვნა ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია.

კითხვები იმის შესახებ, ხომ არ მიმდინარეობს ყოფილი პრემიერის გათავისუფლებისთვის ნიადაგის მომზადება, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღარიბაშვილმა პოლიტპატიმრის სტატუსზე უარი თქვა. აღნიშნული გზავნილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის განცხადებაში გაჩნდა, რომელიც მისმა ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა გაავრცელა.

ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბარია. დოკუმენტს თამაზაშვილი ორი დღის დაგვიანებით გამოეხმაურა და ჩანაწერს „პროვოკაცია“ უწოდა.

ამ დრომდე უცნობია, განცხადებაში მხოლოდ ალექსანდრე თამაზაშვილის პოზიცია აისახა თუ მან ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საერთო დამოკიდებულება გაახმოვანა. გავრცელებული ტექსტი სოციალურ ქსელში გაზიარებული აქვს ყოფილი პრემიერის მეუღლესაც.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.