ფაშიზმზე გამარჯვების დღე - კიკვიძის ბაღში "ოცნების" ლიდერები მივიდნენ

09.05.26 11:02
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - კიკვიძის ბაღში "ოცნების" ლიდერები მივიდნენ

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - კიკვიძის ბაღში, სადაც ვეტერანები არიან შეკრებილები, "ოცნების" ლიდერები მივიდნენ.

როგორც "ტვ პირველის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, ადგილზე იმყოფებიან, ირაკლი კობაიძე, მიხეილ ყაველაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვვილი, გეკა გელაძე, სულხან თამაზაშვილი და სხვები. 

ყველას ვულოცავ ფაშიზმე გამარკვების დღეს, განსაკუთრებით ვეტერანებს. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და მადლობას გადავუხდი მათ იმ ღვაწლისთვის". - განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.

ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.