უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და მოხერხდა ბრალის გამოკვეთა - კობახიძე ძალოვნების დაკავებაზე
ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული - ამის შესახებ ირაკალი კობახიძემ ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ დღეს მედიას უთხრა, რომ ორი წლის თავზე, "უფრო ღრმად ჩაიხედეს ყევალფერში" და ამის შემდეგ მოხდა ძალოვნების მიმართ ბრალის გამოკვეთა.
„თლიანობაში, ჯამში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული, ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს, მოძალადეებს ვგულისხმობ, ამ დროის განმავლობაში ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და საბოლოოდ, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა და ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება, ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც საზოგადოებამ იხილა“,- განაცხადა კობახიძემ.
"პირველების" ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რა ეტაპზეა გამოძიება "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულზე განხორციელებული თავდასხმის მიმართულებით, რაზე პასუხადაც "ოცნებსი" ლდიერმა განაცხადა, რომ "ყველა სამართალდაღვევასთან დაკავშირები არის გამოძიება დაწყებული და გამოძიება მიმდინარეობს"
თუ მოხდა ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, სახელმწიო იმოქმედებს სრული პასუხსიმგებლობით - გნაცხადა კობახიძემ.
ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები საჯარო არავისთვის იქნება.
"პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა.