ნამდვილად ტრაგედიაა, რომ კობახიძე ივანიშვილის კარზე დღემდე იკავებს პრემიერი თანამდებობას - ფარულავა
ნამდვილად ტრაგედიაა, რომ კობახიძე ივანიშვილის კარზე დღემდე იკავებს პრემიერი თანამდებობას - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნებას უწოდებს.
ფარულავა, რომელიც დღეს ექსპო-ჯორჯიაში ევროპის დღსიადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა, ამბობს, რომ კობახიძემ რომელმაც "საკუთარი დაწერილი 78-ე მუხლი თავზე დაგვამხო და ახლა თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს და ელჩს"
ნამდვილად ტრაგედიაა, რომ დღემდე პრემიერად არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც კონსტიტუციური გადატრიალება მოუწყო საკუთარ ქვეყანას. საკუთარი დაწერილი 78-ე მუხლი თავზე დაგვამხო და ახლა თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს და ელჩს. აი ეს არის დღის წესრიგი (აქ რაც ხდება ექსპოჯორჯიაში) და არა ის, რასაც ირაკლი კობახიძე გვთავაზობს. ნამდვილად ტრაგედიაა, რომ დღემდე ირაკლი კობახიძე ივანიშვილსი კარზე იკავებს პრემიერი თანამდებობას", - ამბობს ლაშა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ტრაგიკულ პიროვნება უწოდა. ევროკავშირზე იერიში მიიტანა შალვა პაპუაშვილმაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპო-ჯორჯიაში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ოცნებსი" არცერთი ლიერი არ გამოჩენილა.