რა დაპირებით მიჰყავთ სტუდენტები რუსეთში? - ჟურნალისტური გამოძიება

09.05.26 21:49
რა დაპირებით მიჰყავთ სტუდენტები რუსეთში? - ჟურნალისტური გამოძიება

მოსკოვი, პეტერბურგი ყაზანი, ნოვგოროდი, ნალჩიკი სტავროპოლი და ციმბირის ქალაქები - 600-მდე რუსული უნივერსიტეტი ქართველ აბიტურიენტებს სწავლას, უფასოდ და უგამოცდოდ სთავაზობენ,  თან სტიპენდიასაც ჰპირდებიან.

რუსეთში სწავლის მსურველ ქართველ ახალგაზრდებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული, რუსეთის ინტერესების სექცია აგროვებს. აქ ამბობენ, რომ მთვარია სურვილი, გამოცდებზე, კონკურსზე და ბარიერზე კი არ უნდა ვინერვიულოთ.

ქართველი აბიტურიენტები რუსეთში სასწავლებლად, რუსეთის სახელმწიფო ფონდს, როს სატრუდნიჩესტვოს მიყავს.  ეს არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, რომელიც  ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. ეს ფონდი მიჩნეულია რუსეთი რბილ ძალად. ევროკავშირის ქვეყნებში გამოავლინეს, რომ ამ ფონდის საფარქვეშ აგენტები მუშაობდნენ.

იმისთვის, რომ ქართველი აბიტურიენტები რუსულ მახეში აღმოჩნდნენ, მეტი დამაჯერებლობისთვის სარეკლამო კლიპების სახედ საქართველო მოქალქეებს არჩევენ.

"შაბათის ეთერმა" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული არაერთი ინფორმაცია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ რუსეთში სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიდეო გზამკვლევები ქართულ ენაზეა შედგენილი და თუ ვინმემ რუსული არ იცის, სთავაზობენ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე ენა ადგილზე შეისწავლონ.

ირკვევა ისიც, რომ სანქცირებული კომპანია ეძებს ისეთ აბიტურიენტებსაც, რომლებიც მარნეულსა და ახალქალაქში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში ცხოვრობს. 

  • შეგახსენებთ იმასაც, რომ 2023 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებისთვის ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი დაასანქცირა. დასაბუთების დოკუმენტში ჩაწერა, რომ ფარცხალაძეს საქართველში მისი ქმედებებით საზოგადოებრივი აზრი უნდა შეეცვალა რუსეთის სასარგებლოდ.

"შაბათის ეთერი" არკვევდა - რა ჩანაფიქრი დევს რუსეთში უფასოდ სწავლის უკან? ვის იყენებენ შუამავლებად და ვინ არის ის ხალხი, ვინც საქართველოში ორგანიზაციები დაარეგისტრირა და აბიტურიენტებს "რუსული განათლების სიკეთეებზე" ელაპარაკება. 

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი