„ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“ - შაბათის ტრადიციული საპროტესტო მსვლელობა ევროპის დღეს მიეძღვნა
შაბათის ტრადიციული საპროტესტო მსვლელობა ევროპის დღეს მიეძღვნა - მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და საკანონმდებლო ირგანოსთან დასრულდება.
მსვლელობის ლოზუნგია: „ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია“. მარშის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მთელი ევროპა და საქართველო დღეს ევროპის დღეს აღნიშნავს - ცხრა მაისი ევროპის კავშირის დაბადების დღედ ითვლება - ალიანსის, რომელიც ამყარებს კავშირებს, ქმნის შესაძლებლობას და არის მშვიდობის მთავარი გარანტი.
ჩვენ ევროპელები ვართ დაბადებიდან. ევროპა ვართ სულიერად კულტურულად, ჩვენი ლიტერატურა ევროპული ლიტერატურაა: "ვეფხისტყაოსანი" ევროპული პოემაა და არა აღმოსავლური. ჩვენი მუსიკაც დასავლურია. ფსიქოლოგიურად, გენეტიკურადაც, ევროპელები ვართ. 11 000 წლის წინანდელი საფლავია აღმოჩენილი საქართველოში. შეისწავლეს, აღმოჩნდა ევროპული გენეტიკის! კულტურაც, ქრისტიანულ საფუძველზე დამყარებული ევროპული კულტურა გვაქვს.
ქართველმა ხალხმა 2012 წელს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და იმედია, ამას გამოვასწორებთ. ახალგაზრდობა, რომლებმაც თავსიუფლების გემო გაიგო, ის მონობაში არ დაბრუნდება. იმედი მაქვს, მეც მოვესწრები ევროპაში დაბრუნებას"- აცხადებს მეცნიერი იულონ გაგოშიძე.