პუტინმა 9 მაისს კრემლში ალან გაგლოევსა და ბადრა გუნბას უმასპინძლა

10.05.26 10:17
პუტინმა 9 მაისს კრემლში ალან გაგლოევსა და ბადრა გუნბას უმასპინძლა

ცხრა მაისს, მოსკოვში, თითქმის იზოლაციაში დარჩენილმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრები კვლავ მის გავლენაში მყოფ მარიონეტ ლიდერებთან გამართა. რუსული და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კრემლში აუდიენცია შედგა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან. შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კიდევ უფრო დაახლოება იყო.

კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, პუტინმა გაგლოევთან საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ „როლზე“, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ მეორე მსოფლიო ომში ითამაშა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს, რაც კიდევ ერთხელ აღიქმება როგორც მოსკოვის მცდელობა, ოკუპირებული რეგიონები რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეს კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშიროს.

ამავე დღეს, პუტინმა შეხვედრა გამართა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტთან, ბადრა გუნბასთანაც. როგორც რუსული მედია იუწყება, კრემლში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ მხოლოდ ის ლიდერები, რომლებიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებზე ჩავიდნენ.