ფუფუნება, რომელიც დეკლარაციებში არ ჩანს - კორუფციის მკვლევარები „ოცნების“ დეპუტატების შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მიუთითებენ

10.05.26 13:15
ფუფუნება, რომელიც დეკლარაციებში არ ჩანს - კორუფციის მკვლევარები „ოცნების“ დეპუტატების შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მიუთითებენ

შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ კორუფციის მკვლევარები "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან სავარაუდო კორუფციას არ გამორიცხავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ მდიდრულ მოგზაურობებში არ არის — მთავარი კითხვა ისაა, რატომ ქრება ეს ხარჯები ოფიციალური დეკლარაციებიდან, მაშინ როცა მსგავსი დარღვევებისთვის რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრად ჯარიმდებიან.

გაირკვა, რომ თითქოსდა გამჭვირვალობის მეხტობე "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატები თავიანთ დეკლარაციებში მალავენ იმ ხარჯებს, რომლებსაც წლის განმავლობაში დასვენებისთვის, საყიდლებისთვის და სხვა ფუფუნების ხარჯებისთვის ხარჯავენ. მაგალითად, დეპუტატები, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ იყვნენ გაერთიანებულ ემირატებში კონცერტზე წასული, ვიცით, რომ ევროპაში იმოგზაურა ლაშა ტალახაძემ, გენო პეტრიაშვილმა და სხვა მილიონერმა დეპუტატებმა, ეს თანხა საერთოდ არ ასახეს დეკლარაციაშია, ოღონდ ამ დროს ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, კერძო პირები და ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური პარტია დაჯარიმებული და დევნილი ჰყავთ იმიტომ, რომ იქ რაღაც 100 და 200 ლარს მისდევენ სწორად წერია გრაფაში თუ არა, - ამბობს დავით მჟავანაძე.

 

კორუფციის მკვლევარი ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად სწორედ იმ „პატარა დეტალებს“ მალავს, რომლებიც საბოლოოდ უფრო ფართო კორუფციულ სურათზე მიუთითებს. ენუქიძის შეფასებით, დეკლარაციებში არასწორად ან არასრულად შეტანილი ინფორმაცია შესაძლოა მხოლოდ ფორმალური დარღვევა არ იყოს და საჭირო გახდეს მისი უფრო სიღრმისეული შესწავლაც.

 

როდესაც სახელმწიფო აცხადებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კორუფცია არ არის მხოლოდ ქრთამი მიცემული რომელიმე კონკრეყული ჩინოვნიკისთვის, კორუფცია არ არის მხოლოდ რაღაც მსხვილი გადარიცხვა. კორუფციული დეტალები, ნიუანსები იფარება ასეთ შემთხვევებშიც კი, - ამბობს ქეთავან ენუქიძე.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მდიდრული მოგზაურობები და ძვირადღირებული დასვენება ყურადღების ცენტრში მოექცა — საუბარია მილანში, ვენეციაში, დუბაიში, მონაკოსა და სხვა ელიტურ მიმართულებებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ბოლო წლებში აირჩიეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ მოგზაურობების მნიშვნელოვანი ნაწილი ქონებრივ დეკლარაციებში საერთოდ არ ფიქსირდება.

„შაბათის ეთერის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში დეპუტატებს დეკლარაციებში არ აქვთ ასახული არც ძვირადღირებულ სასტუმროებში დასვენების, არც მოგზაურობისა და არც შოპინგის ხარჯები — მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ავალდებულებს, 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების ყველა მსგავსი დანახარჯი ოფიციალურად მიუთითონ.

მსგავსი სიახლეები