ალექსანდრე ბარამიძე: 5 პირისთვის ბრალის წარდგენა არ ასახავს აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბსა და სისტემურობას

12.05.26 13:43
ალექსანდრე ბარამიძე: 5 პირისთვის ბრალის წარდგენა არ ასახავს აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბსა და სისტემურობას

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევების საქმეზე მხოლოდ 5 პირისთვის ბრალის წარდგენა რეალური მასშტაბების დაფარვის მცდელობაა. მისი თქმით, აღნიშნული არ ასახავს სახელმწიფოს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბს და სისტემურობას.

წარმოდგენილი 5 პირის მიმართ ბრალდების წარდგენა სამ ეპიზოდთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ ასახავს სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო პროტეტის მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბს, სისტემურობას. ჩვენ ვიცით, რომ 300-400 პირი მაინც იქნა ნააცემი მარტო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, აქედან 100-ზე მეტი აღმოჩდა საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მათ შორის სახის და თავის არეში და ამ ტიპის დაზიანებები თავისთავად მიუთითებს წამების ფაქტზე. მაგრამ, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 5 პირის მიმართ მხოლოდ სამ ეპიზოდთან დაკავშირებით  და ისიც ე.წ. სამოხელეო დანაშაულის გზით, - ამბობს ალქესანდრე ბარამიძე. 

„ფარსი და მართლმსაჯულების კარიკატურა“ - ამ შეფასებას აძლევს საერთაშორისო გამჭვირვალობა სისხლიანი დარბევებიდან" - თითქმის 2 წლის შემდეგ სპეცრაზმელების დაკავებას. 

ორგანიზაცია პირდაპირ წერს რომ მხოლოდ ხუთი  პირის დაკავება, მაშინ როდესაც 200-ზე მეტი ნაწამები ადამიანი არსებობს საკმარისი არ არის და მასობრივი ძალადობის  ყველა მონაწილე უნდა გასამართლდეს.