მადამ პრეზიდენტ... თუ რა ჰქვია მაგას? - ზარქუა ზურაბიშვილზე
"ოცნების" დეპუტატი ირალი ზარქუა ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილის შედგენილია. ზარქუას თქმით, რეზოლუციას პოლიტიკური ფასი არ აქვს და ის ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის გავლენით არის მომზადებული.
მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია და თქვენც იცით, ჩვენც ვიცით და ყველამ იცის ეს. შესაბამისად, იქ, სადაც აის უსაფუძვლო, უარგუმენტო რეზოლუცია, ჩვენ არ გვაინტერესებს, მითუმეტეს, საფრანგეთიდან, სადაც მილიონი პრობლემა აქვთ და ის სარკოზი თუ რა გვარია, მაკრონი, თვითონ საკუთარ ხალხში ვერ გადის, კარგით, რა. როგორც მერცი, როგორც ის დანარჩენები, ეს ლიდერები ე.წ. ევროპის და დემოკრატიას წარმოადგენენ, საკუთარ ქვეყნებშ რეიტინგი აქვთ ძალიან დაბალი, - ამბოლბს ზარქუა.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.
რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას." რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა
მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ.