მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა

11.11.26 23:57
მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა

 

 

ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ჩასული მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. 

შეხვედრის შესახებ მოკლე ვიდეო ფაშინიანმა დღეს, 11 ნოემბერს გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ლიდერები დივანზე სხედან მარტონი და საუბრობენ.

მოკლე საუბარი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ლიდერთა სამიტის ფარგლებში"- წერს ფაშინიანი ვიდეოს აღწერაში. 

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ  გამოუქვეყნებია/