საქართველოს მთავრობა სრულიად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

11.11.26 23:13
საქართველოს მთავრობა სრულიად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს გასაგონად ხაზგასმით თქვა, რომ "ოცნება" რუსეთის მარიონეტი გახდა. 

მეხუთე პრეზიდენტს პარიზის მშვიდობის ფორუმზე არც მოსკოვისგან "ოცნებისთვის" მიძღვნილი "კომპლიმენტები " დავიწყებია. 

“ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი.

სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები