სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში მაკრონს, ნაუსედასა და სხვა ლიდერებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, გუშინ ემანუელ მაკრონს, გიტანას ნაუსედასა და სხვა ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "რეალპოლიტიკასთან" საუბრისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა "რეალპოლიტიკასთან" ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეებზე ისაუბრა.
"როცა ამდენი შესაძლებლობები არსებობს, რატომ ვკარგავთ ამ დროს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვინც ფიქრობს საქართველოს მომავალზე, ფიქრობს, რომ რატომ დღეს, როცა ამდენი საშუალება და შესაძლებლობები არსებობს, რატომ ვკარგავთ ამ დროს, როდესაც არ კარგავს არც სომხეთი, არც ომში მყოფი უკრაინა, არც ბალკანეთი. ყველა არის მოწადინებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს იმ თანამეგობრობაში, რომელიც არის დღეს დემოკრატიული თავისუფალი ქვეყნების ერთობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.