საერთაშორისო სკანდალი - უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან არ შეუშვეს

16.11.21 11:08
საერთაშორისო სკანდალი - უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან არ შეუშვეს

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა გლდანის N 18 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, ტელეფონზეც ურეკავდა, თუმცა რატი ბრეგაძემ მას არ უპასუხა. 

უკრაინის სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამას მიზანმიმართულად აკეთებს. 

უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, რომ გავიგოთ ზუსტი მიზეზი. მე მაინც მოვედი ადგილზ,ე რათა შევხვდე ციხის ხელმძღვანელს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა მიხეილ სააკაშვილი. მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, მე მას ვწერდი, ვურეკავდი, თუმცა სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. ჩნდება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.