დათანხმდება თუ არა "ოცნება" სინდისის პატიმრების შეწყალების შუამდგომლობას
გაიხსნას ციხის კარი სინდისის პატიმრებისთვის - ამაზე თანხმდებიან მღვდელმთავრები წმინდა სინოდიდან. სასულიერო პირები ახლა პატრიარქ შიო მესამეს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომ ხელახლა მიმართოს "ქართულ ოცნებას" და სამი უარის მიუხედავად, პატიმრების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვოს.
პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა შესაძლოა, 17 მაისის შემდეგ დადგეს დღის წესრიგში - შიო მესამე წმინდა სინოდის კრებას მოიწვევს.
პატრიარქს უკვე მეოთხედ უწევს "ქართული ოცნებისთვის" თხოვნა, რომ ციხიდან გაუშვას დაკავებული ახალგაზრდები და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, თუმცა ყოველ ჯერზე ივანიშვილის გუნდისგან უარი მიიღო.
ივანიშვილის გუნდი პატიმრებს აღიარებას და ბოდიშს სთხოვს. დღეს "ქართული ოცნება" ტყუილში დანიელ მუმლაძის ადვოკატმა ამხილა - თუ მმართველი გუნდი პატიმრებს აღიარებას სთხოვს შეწყალების წინ, ასეთი არაერთი წერილი დევს ყაველაშვილის ადმინისტრაციაში.
მაგალითად, 22 წლის დანიელ მუმლაძის, რომელსაც კამერების დაზიანებას ედავებიან და 2024 წლის აქციების დროს დააკავეს - მცირეწლოვანი შვილის მამამ დანაშაული აღიარა, თუმცა შეწყალებაზე უარი მიიღო.