ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა საფრანგეთიდან და "ოცნების" რეაქცია თბილისში - რა საფრთხე ემუქრება პარტიის დამფუძნებელს?
ივანიშვილის გარემოცვა სალომე ზურაბიშვილს ემუქრება. ეკა ჭიჭინაძე რიგითი დეპუტატი არ არის, ის "ოცნების" დამფუძნებელთან მეგობრობს და ინფორმაციაც უფრო მეტი აქვს. რატომ არის საფრთხეში მეხუთე პრეზიდენტი არ გვიპასუხა, თუმცა გაბრაზების მიზეზი რთული გამოსაცნობი არ არის. საფრანგეთის პარლამენტმა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა და პროცესს სალომე ზურაბიშვილი დარბაზში ესწრებოდა.
ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ის პარიზში, პრინცესების ქუჩაზე, ნომერ 29ში, ტყეში ჩაფლული სასახლის მფლობელია. ის და მისი მეუღლე ფლობენ ფრანგულ კომპანიებსაც. პარიზში მოგზაურობა უყვართ ოჯახის წევრებსაც. თუ მაკრონის ხელისუფლება პარლამენტის მოწოდებას გაითვალისწინებს, უძრავი ქონებაც საფრთხეშია და მოგზაურობის შესაძლებლობაც.
"ოცნებაში" გაბრაზებულები არიან. დამნაშავეც მარტივად მოძებნეს. ფრანგი კოლეგების დოკუმენტის ავტორად სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს და ქვეყნის მტერთან მისი გაიგივება სცადეს. ზოგიერთმა თავი იმით დაიმშვიდა, რომ ეს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა სანქცირების გადაწყვეტილებისთვის არასაკმარისია.