წლები თავშესაფრის მოლოდინში - "ოცნებაში" ამბობენ, რომ დევნილებს ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემენ

13.05.26 21:21
წლები თავშესაფრის მოლოდინში - "ოცნებაში" ამბობენ, რომ დევნილებს ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ არავინ იცის, როდის გადაეცემათ დევნილებს კუთვნილი ბინები. არ არსებობს არც გარანტიები და არც კონკრეტული რიცხვები, როდის დასრულდება იმ ბინების მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ გასულწელს უნდა ასენებულიყო. საქმის გაჭიანურება კი იმ კომპანიებს დაბრალდათ, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს, სხვადასხვა მიზეზებით ვერ ასრულებენ. ამასობაში კი დევნილები უკვე წლებია, თავშესაფარს ითხოვენ და ბევრი მათგანი გაუსაძლის პირობებში ნაქირავებ სახლებში ცხოვრობს. 

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ მაღალხარისხიანი ბინების ასენებას დრო სჭირდება იმისთვის რომ დევნილებმა კონფორტულად იცხოვრონ. თუმცა როგორია რეალობა ამაზე დღეს გახარიას პარტიის წევრმა ისაუბრა. ჩამოყრილი ბათქაში და წყლით ავსებული სარდაფები. ასე გამოიყურება ბევრგან დევნილებისთვის სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გადაცემული ბინები.

ხატია სამხარაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები