"იმედის", "რუსთავი 2-ის" და POSTV-ის ჟურნალისტები მოლდოვამ ქვეყანაში არ შეუშვა
მოლდოვამ, უარი უთხრა, სამ ქართულ პროსამთავრობო ტელევიზიას ქვეყანაში შეშვებაზე - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედი" იუწყება.
ტელევიზიის ინფორმაციით მათ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქება სურდათ, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილი ესწრება, თუმცა მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ აკრედიტაციის პროცედურების გავლის შემდეგ მათ უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე.