ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის - ღარიბაშვილი

28.03.21 12:49
ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის - ღარიბაშვილი

"ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად",  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპაში  უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ოთხ წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

დღემდე საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში.ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად; ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, მაქსიმალურად ისარგებლოს ყველა სიკეთით, რაც ევროინტეგრაციას მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისათვის, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.