ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში - ასე ეხმაურება ირაკლი ქადაგიშვილს გიორგი გახარიას გუნდის ბრალდებებს, რომლებმაც "ოცნების" დეპუტატს ნაციონალური წარსრული შეახსენეს და "პუტჩისტად" მოიხსენიეს.
ქადაგიშვილი ამბობს, რომ რასაც ყოფილი პრემიერის გუნდი ამბობს ტყუილია.
რა შემიძლია ვთქვა, რომ გეტყვით იმას, რომ ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს, როცა ის იქ არ არის... რაც მათ პუჩისტი ჰგონიათ, სხვა რამეა, ეს ტყუილია. ირაკლი ქადაგიშვილი ყოველთვის იყოს ეროვნულ პოზიციაზე და დემოკრატიის მხარეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"პუჩისტები" - ამ მინაწერით განათავსა ექს პრემიერის გუნდმა თენგიზ შარმანაშვილის და ირაკლი ქადაგიშვილის ფოტოები. დეპუტატ შარმანაშვილს ნაციონალური წარსულიც გაუხსენეს -დრო როდესაც საკუთარ კაბინეტში სააკაშვილის ფოტოს ფონზე პოზირებდა.