სისტემის მხილებიდან პოლიტიკურ დევნილობამდე - ირაკლი შაიშმელაშვილს შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

14.05.26 20:11
სისტემის მხილებიდან პოლიტიკურ დევნილობამდე - ირაკლი შაიშმელაშვილს შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც საქართველოში სახელმწიფოს დამხობის მუხლით გაასამართლეს, შტატებმა პოლიტიკურ დევნილად აღიარა. "მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელმა", ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ  ირაკლი შაიშელაშვილს რომელსაც ორ-წლიანი პატიმრობა ქართულმა სასამართლომ გასულ კვირას შეუფარდა, ამერიკამ პოლი-დევნილის სტატუსი უკვე ოფიციალურად მიანიჭა.

ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა, რა მტკიცებულებები წარადგინა სისტემის მამხილებელმა ძალოვანმა შტატებში უცნობია, თუმცა ფაქტია, მან დაამტკიცა, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამერიკამ  შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფარი სავარაუდოდ დაჩქარებულად გასცა, რადგან როგორც წესი პროცესი წლობით ჭიანურდება.

"ოცნება" ახლა განმარტებებს შტატებისგან ითხოვს. ივანიშვილის პარტიაში ვერ ხსნიან, როგორ იქცა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებაში მსჯავდებული- პოლიტიკურ დევნილად. მეოცნებეების ნაწილი შტატების გადაწყვეტილებაში ისევ  დიფ სთეითის გავლენებს ეძებს.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.