ვინ არის "პუტჩისტი" და ვის ეკიდა კაბინეტში სააკაშვილის სურათი - "მეოცნებეების" ნაციონალური წარსული
დიდი დაპირისპირება ბანერების გამო - ხმაური და ურთიერთ-შეურაცხყოფების სერია პარლამენტში. დეპუტატები დიდი ხნის განმავლობაში არკვევდნენ, ვინ არის პუტჩისტი და ვინ წინა ხელისუფლების მეხოტბე. გახარიას გუნდის მიერ სოც-ქსელში გამოქვეყნებულმა ორმა ბანერმა ოცნებას წონასწორობა დააკარგვინა. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე - მოუწოდებდა ოპოზიცია ივანიშვილს გუნდის წევრებს.
წარსული თენგიზ შარმანაშავილს და ირაკლი ქადაგიშვილს შეახსენეს. ბრალდებების ადრესატები დღეს ყველაფერს უარყოფდნენ. სააკაშვილის ფოტოს ფონზე გადაღებულ სურათზე ოცნების დეპუტატი შარმანაშვილი ამბობდა, რომ ეს მაშინ სამუშაო კაბინეტის აუცილებელი ატრიბუტიკა იყო. უხერხულ კითხვებზე თავის არიდება კი ირაკლი ქადაგიშვილმა კონფუცის გამონათქვამებით გადაწყვიტა და განაცხადა, რომ კატა ბნელ ოთახში არ უნდა ვეძებოთ.
"მეოცნებეები" ნაციონალური წარსულით - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში