მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციის ალიანსი" მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
მზადება დიდი პროტესტისთვის - ოპოზიციის ალიანსის ლიდერები ისევ ქუჩაში არიან და ხალხს ესაუბრებიან.
შეხვედრის ადგილი ამჯერად ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია იყო. ლიდერები მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის ახლა გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს და საზოგადოების ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ძალიან ბევრ ხალხს ვხვდებით, ბევრი ხალხი მოვა რუსთაველზე, საღამოს 7 საათზე უნივერსიტეტიდან დავიძვრებით და მივალთ პარლამენტის წინ. გვაქვს საინტერესო ინიციატივები. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მანდატი, გჭირდება მანდატი იმისთვის, რომ გამარჯვებამდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, განსააკუთრებით მას შემდეგ, რაც ხალხს ვხდები, რამხელა პოზიტივი მოდის, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ოპოზიციური ალიანსი" ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადება. პროტესტის მონაწილეები 26 მაისს, საღამოს შვიდ საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.