საქართველო აკრძალვების ქვეყანად იქცა, ხელისუფლება განსაბჭოების ნაცვლად, გასაბჭოებითაა დაკავებული - ყიფიანი
ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ქვეყნის საბოლოო განსაბჭოებით იყვნენ დაკავებულები, რეალურად, გასაბჭოებით არიან, - ამის შესახებ ინიციატივა "ჯრი საქართველოს" დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ეს მხოლოდ გასაბჭოების პროცესი და საბჭოეთის აღდგენა არ არის, ეს არის ნაზავი სხვადასხვა ელემენტების. “
ყიფიანის განცხადებით, საქართველო ნაცვლად იმისა, რომ ინოვაციებზე და ინიციატივებზე იფიქრონ, აკრძალვების ქვეყანად იქცა.
ჩვენ რეალურად აკრძალვების ქვეყანად ვიქეცით, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ ინოვაციებზე, ინიციატივებზე.
ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, რომელიც არის სტაერული, ეს არის მარათონი, სადაც დამარცხდება ის, ვინც პირველი გადაიღლება. მე რაღაც დორის წინ ვთქვი, რომ ჩარხი ამუშავდა, რომელსაც თავისი ლოგიკა აქვს. ეს ჩარხი იმუშავებს მანამ, სანამ ვინმე, ან რამე მას არ გააჩერებს. ამიტომ ეს 26 მაისი იქნება, 27 თუ რამე სხვა თარიღი, ეს პროცესი გააგრძელებს მიმდინარეობას. ჩვენ დრომ გამოცდა მოგვიწყო დრომ. თანამედროვე ჰიბრიდული რეჟიმები ასეთი ხასიათის საოცარი სიცოცხლისუნიარიანობით გამოირჩევიან და მათი დამარცხება არცთუ ისე იოლი საქმეა, - განაცხადა ყიფიანმა.
მან ქვეყნის შიდა ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საჭიროა ქვეყნის განორმალურება“.
ჩვენ რომ შევახტეთ იმ პროცესს, რომელიც რეგიონში ჩვენი როლის გამოკვეთას და დაწინაურებას შეიძლება მოემსახუროს, ეს შიდა ცვლილებები, განორმალურება ქვეყნის, რასაც უნდა მოყვეს უკვე შესაბამისი ხელისუფლების სახით ქვეყნის სახელით საუბარი, როგორც რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე არარეგიონულთან, როგორც ყოველთვის კრიტიკული და გადაუდებელი მნიშვნელობისაა. დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. დაჩქარებაში იგულისხმება ის, რომ ქვეყნის წარმომადგენლობის მანდატი როგორც შინ, ასევე გარეთ, უნდა გადავიდეს კომპეტენტური ძალის, ან ძალთა ხელში, - დასძინა მან.