ირაკლი შაიშმელაშვილი კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში - ირაკლი კობახიძე

15.05.26 12:51
ირაკლი შაიშმელაშვილი კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში - ირაკლი კობახიძე

რა გავლენიანი იყო, ირაკლი შაიშმელაშვილი კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში - ამის შესახებ ირკალი კობახიძემ განაცხდა, რითაც ამერიკის მხრიდან გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსთვის პოლიტიკური თავშეფარის მიცემაზე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. 

ქვეყნის მეთაური დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ეს საკითხი "ოცნებისთვის" საინტერესო არ არის - "ჩვენთვის საინტერესოა, რომ ბოლო დროს გახშირებული კომუნიკაცია გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან".

ვინ არის შაიშმელაშვილი? ირაკლი შაიშმელაშვილი კრამიტებს ამტვრევდა გდდ-ში, რა გავლენიანი იყო? რო არ ვიცი, მაგიტომ გუებნებით, როგორ შეიძლება გავლენიან ფიგურად გამოაცხადონ შაიშმელაშვილი გდდ-ში. 

თავშესაფარი შეიძლება მიიღო სხვადასხვა საფუძვლით, ხანდახან ადამიანები ბარდებიან სხვა ქვეყანას, ამბობენ, რომ არიან რაღაც კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები და ამის გამო იდევნებიან, ასევე ათას ტყუილს ამბობენ. საერთოდ არ არის ეს ტექნიკური საკითხი. საერთოდ არ არის ეს ჩვენთვის საინტერესო.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ ბოლო დროს გახშირებული კომუნიკაცია გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, მე პირადად მქონდა ზარი რუბიოსთან, იგეგმება შემდეგი კომუნიკაცია, დეტალების განხილვა, ამაზე ვართ ჩვენ კონცენტრირებული, საერთოდ არ არის საინტერესო კონკრეტული პირი, რომელიც სხვა ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა".- განაცხადა კობახიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - ინფორმაცია "პირველების" ეთერში პარტიის "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ყოფილ ძალოვანზე, ვინც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.