რეჟიმს ეშინია საზოგადოების სამართლიანი რისხვის - გიორგი სიორიძე

15.05.26 15:12
რეჟიმს ეშინია საზოგადოების სამართლიანი რისხვის - გიორგი სიორიძე

 

 

რეჟიმს ეშინია საზოგადოების სამართლიანი რისხვის, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც სინდისის პატიმრებისთვის ციხის კარი გაღება იმ პირობით დაანონსა, თუ ისინი "დანაშაულს" "გულწრფელად მოინანიებენ".

ოპოზიციონერის თქმით, "ოცნების" ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ხალხში პროტესტი მოკლას, ოპოზიციის ამოცანა კი სინდისის პატიმრების დროული გათავისუფლებაა. 

რეჟიმს ეშინია საზოგადოების სამართლიანი რისხვის, რეჟიმი ებრძვის პროტესტს, იმიტომ, რომ ხალხის ძალა არის ის ერთადერთი, რამაც შეიძლება, რეჟიმს უკან დაახევინოს. ამიტომაც დაატყვევეს თავის დროზე სინდისის პატიმრები, ამიტომ მიიღეს ეს დრაკონული კანონები, ამიტომაც ტროტუარზე დგომის გამო მშვიდობიან მოქალაქეებს აპატიმრებენ და თუნდაც რადენიმე დღით ციხეში უშვებენ. რეჟიმს სურს, რომ მოათვინიეროს საზოგადოების პროტესტი და ახლა ცდილობს, სინანული გამოახატინოს იმის გამო, რაც მათ არ ჩაუდენიათ, მაგრამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ ამის არ ეშინიათ, ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ სანამ რეჟიმი შეიცვლება, ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ ფიზიკურად თავისუფლებაზე, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქი შიო მესამე ამ თემას ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს. სასულიერო პირები პატიმრების შეწყალების ინიციატივას მხარს უჭერენ, ხოლო ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალება მხოლოდ „აღიარების, სინანულისა და მონანიების“ შემთხვევაშია შესაძლებელი და ეს მიდგომა ეკლესიის პოზიციასთან თავსებადია. 

მსგავსი სიახლეები