ანდრეი სიბიჰა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ვაგრძელებთ უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო.
„განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას“, - წერს სიბიჰა.