პატიმრებით გადავსებული ციხეები - რას ამბობენ “ოცნებაში“

15.05.26 17:12
პატიმრებით გადავსებული ციხეები - რას ამბობენ “ოცნებაში“

ციხეების გადავსების ფაქტს ადასტურებენ “ოცნებაშიც“. როგორც ისინი ამბობენ, ეს გამოწვეულია გამკაცრებული ნარკოპოლიტიკით და ზუსტად ამ ადამიანების გამოა გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

ირაკლი ზარქუას მტკიცებით, თითოეული ადამიანი ვინც არის დაჭერილი და ვისაც აქვს მისჯილი, ყველას კონკრეტული დამტკიცებული ბრალდება აქვს.

ბოლო წლებია, რაც გამკაცრდა ნარკომანიასთან და ნარკოტიკების გამსაღებლებთან. დაახლოებით 1000-მდე ადამიანია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაჭერილი გვყავს, წამლის გასაღებაზე და ესენი არიან ციხეებში. კი ბატონო, გიდასტურებთ, რომ გადატვირთულია, მაგრამ ჩვენ ამ ჭირის წინააღმდეგ შეუვალები ვართ. თითოეული ადამიანი, ვინც არის დაჭერილი და ვისაც აქვს მისჯილი, ყველას კონკრეტული დამტკიცებული ბრალდება აქვს, - ამბობს ზარქუა.

 

მსგავსი სიახლეები