თავისუფლება მონანიების სანაცვლოდ - რას ითხოვს კობახიძე სინდისის პატიმრებისგან და რას ამბობენ ოპოზიციაში

15.05.26 20:04
თავისუფლება მონანიების სანაცვლოდ - რას ითხოვს კობახიძე სინდისის პატიმრებისგან და რას ამბობენ ოპოზიციაში

თავისუფლება მონანიების სანაცვლოდ — ივანიშვილის ხელისუფლება სინდისის პატიმრებთან კომპრომისზე უარს ამბობს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დათმობის საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პირველი ნაბიჯი თავად დაკავებულების მხრიდან გადაიდგმება. ივანიშვილის გუნდის პოზიციით, პროტესტის გამო დაკავებულებისთვის ციხის კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას, თუ ისინი იმ ბრალდებებს აღიარებენ და მოინანიებენ, რასაც "ოცნება" მათ ედავება.

"ოცნების" გუნდის ეს პოზიცია საპატრიარქოს მოწოდებების ფონზე ისმის. სინოდის არაერთი წევრი ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდებს, პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილოს. სასულიერო პირების ნაწილი ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ გზად სწორედ ამ ნაბიჯს მიიჩნევს. თუმცა, ირაკლი კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ეკლესიის პოზიცია ხელისუფლების ხედვებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ფორმალურად, შეწყალების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ ყაველაშვილმა უნდა მიიღოს. „პირველების“ კითხვაზე პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა, განაცხადა, რომ დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნა — შეწყალება შეეხება ყველას, ვისაც ეს კანონით ეკუთვნის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები