ოპოზიცია თავისუფალი არჩევნებისთვის გარანტიებს ითხოვს — რა პასუხი აქვს "ოცნებას"
ოპოზიციური ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვს ძირითად წინაპირობას ასახელებს. ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა — ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების სრულად აღდგენა, საარჩევნო კომისიების ახალი პრინციპით დაკომპლექტება, ამომრჩეველთა სიების გახსნა და საარჩევნო დავების სპეციალური მექანიზმით განხილვა. ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობების შესრულებამდე აუცილებელია პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ასევე რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება.
ოპოზიციის მოთხოვნებს ივანიშვილის გუნდი არ ეთანხმება. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში — 2028 წელს გაიმართება და საარჩევნო წესებში ცვლილებები არ იგეგმება.
ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზეც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ოცნების" ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, თუმცა არჩევნების დანიშვნას მაინც გადაწყვეტს. ალიანსის ნაწილის განცხადებით, ექვსივე პირობის შესრულების გარეშე არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება და ასეთ შემთხვევაში ბოიკოტის საკითხიც განიხილება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.