თავისუფლება მსოფლიო ბანს - მსოფლიო მედია პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად ერთიანდება

15.05.26 20:44
თავისუფლება მსოფლიო ბანს - მსოფლიო მედია პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად ერთიანდება

მსოფლიო მედია პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად ერთიანდება. The Guardian, Reuters, ასევე იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის წამყვანი კულტურული გამოცემები ქართველი საოპერო ვარსკვლავის საქმეს ფართოდ აშუქებენ და მის დაკავებას პოლიტიკური კონტექსტით აფასებენ. დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი პატიმრობის შეფარდება, რომელიც, შეფასებების მიხედვით, ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული.

პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად საერთაშორისო საოპერო საზოგადოებაც აქტიურად ერთვება. ერთ-ერთი პირველი კოვენტ-გარდენი იყო, რომელმაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხზე რეაგირება მოახდინოს. მსოფლიო ბანის თავისუფლებას ასევე ითხოვენ ბრიუსელის „ლა მონე“, ბარსელონას ოპერის თეატრი, მადრიდის სამეფო ოპერა და მიუნხენის სახელმწიფო ოპერის თეატრი.

ამ ფონზე, ქართველი მუსიკოსების ნაწილი ადგილობრივი კულტურული სფეროს წარმომადგენლების პასიურობასა და სიჩუმეს აკრიტიკებს.

დასავლური მედია წერს, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელსაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო საოპერო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემსრულებლად მიიჩნევენ, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული საქმის გამო გაასამართლეს. საერთაშორისო გამოცემების შეფასებით, მისი დაკავება ქვეყანაში რეპრესიული ტენდენციების გაგრძელების ნაწილად აღიქმება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.