რით ხსნის მაკა ბოჭორიშვილი, რომ საქართველომ რუსეთის გასამართლების ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა

16.05.26 11:08
რით ხსნის მაკა ბოჭორიშვილი, რომ საქართველომ რუსეთის გასამართლების ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა

 

 

რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველომ რუსეთის გასამართლებისთვის ტრიბუნალის შექმნას - მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც კიშინიოვში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე აღნიშნულ ინიციატივას გაემიჯნა, გადაწყვეტილებას დამატებით რისკებითა და საქართველოსთვის საფრთხეების შექმნით ხსნის. 

საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და საფუძველს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები - ამბობს ბოჭორიშვილი. 

რაც შეეხება ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას: საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და საფუძველს, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების წინაშე დააყენოს ან გამოწვევების წინაშე.

ამ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სჭირდება სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველსოთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნებასთან მიმართებაში". განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.

მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას,  საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.

 

მსგავსი სიახლეები