ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან (რუსები) - რით ხსნიან "ოცნებაში" რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაზე უარის თქმას

16.05.26 13:20
ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან (რუსები) - რით ხსნიან "ოცნებაში" რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაზე უარის თქმას

ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან (რუსები) თბილისიდან - ასე ახსნა დღეს მედიასთან "ოცნების" წევრმა, თორნიკე ფაღავამ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაზე უარის თქმა.

ფაღავამ ტელეკამერების წინ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვებიც კი მოიშველია და ამით ცდილობდა "ოცნების" გადაწყვეტილების გამართლებას.  

ბატონმა მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთოების არქიტექტურის შექმნისას, აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთსი ფაქტორს, ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან თბილისიდან და რა ტქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ფაქტორს, ისევე როგორც გაითვალისწინებენ ფრანგები", - აცხადებს  თორნიკე ფაღავა. 

საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებზე გამოძიების მიზნით, სპეციალური ტრიბუნალს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხმა არ მისცა.

მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას,  საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ კი ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.

მსგავსი სიახლეები