ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი სახის კომპრომისზე - ბეჟაშვილი

28.03.21 13:15
ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი სახის კომპრომისზე - ბეჟაშვილი

ოპოზიცია კომპრომისებზე წასასვლელად მზად არის. ამის შესახებ ტვ პირველთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არჩევნების თარიღის ჩანიშვნა მთავარ საკითხებად რჩება.

სამწუხარო არის რომ "ოცნების" მხრიდან ყოველდღიურად ვისმენთ წითელი ხაზების გავლებას, ეს განცხადებები არ უწყობს ხელს მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ "ოცნებას" ეყოფა პასუხისმგებლობა და  გამბედაობა შესთავაზოს  საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს ისეთი დოკუმენტი, რომელიც განხილვადი იქნება და მოიცავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრას და პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი სახის კომპრომისზე - ამბობს ბეჟაშვილი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატები მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ამბობენ, რომ პოზიციებს არ ცვლიან. მათი თქმით, პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემას არ განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები