უკრაინის ომბუდსმენს ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინაში და მათ დაუთმოს ყურადღება - ირაკლი კობახიძე

16.11.21 14:48
უკრაინის ომბუდსმენს ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინაში და მათ დაუთმოს ყურადღება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება" უკრაინის სახალხო დამცველის წინააღმდეგ - კოლეგების მხრიდან ლუდმილა დენისოვაზე განხორციელებულ იერიშს რამდენიმე წუთის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შეუერთდა. 

უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პირობებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტი. მგონი, არც ერთი არ არის"- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა უკრაინაც შეაწუხა: 

ერთი რომ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია და რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, რადგან ეს ადამიანი ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად, ამაში შედის, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. "- აღნიშნა კობახიძემ.

გია ვოლსკის მტკიცებით, უკრაინის სახალხო დამცველი და ასევე ზოგიერთი ის ადამიანი, რომლებიც  ქვეყანაში შემოსვლას ცდილობს,  საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება. 

ლუდმილა დენისოვა ირაკლი ქადაგიშვილმაც გააკრიტიკა და თქვა, რომ "საქართველო არ არის ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა".

უკრაინის სახლხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.  ლუდმილა დანისოვა ციხის მისაღებში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა და განმარტებებს ელოდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები