კახა კალაძეს უჭირს გაიხსენოს, როდის გაულანძღავს ოპონენტები
კახა კალაძეს, რომელიც ოპონეტების, ქალი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენა არა ერთხელ გამოუყენებია და ამის ამსახველი არაერთი ვიდეო-მტკიცებულება არსებობს, უჭირს გაიხსენოს, როდის გაულანძღავს ოპონენტები.
სიძულვილის ენა შეიძლება მეც გამომიყენებია - უთხრა დღეს მედიამ თბილისის მერმა.
"ოცნების" მაღალჩინოსანი ამბობს, რომ შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს განახორციელებს, მნიშვნელოვანია.
სიძულვილის ენასთან დაკავშირებით სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია - ეს [სიძულვილის ენა] შეიძლება მეც გამომიყენებია, თუმცა ბევრ შემთხვევაში თავდაცვის რეჟიმში ვყოფილვარ, რადგან ბევრჯერ ყოფილა შეურაცხყოფა, ცილისწამება, ტყუილზე დაფუძნებული სიუჟეტები
ყოფილა ღია სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფები. ერთია კრიტიკა მაგრამ შეურაცხყო... არ ვიცი, ღია სივრცეში პირდაპირ გინებაზე გადადიან, რაც კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ესეც გარე დავალებებით ხდება. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს მე ვიქნები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე. ეს უნდა დავასრულოთ ყველამ, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სდა ერთიანობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი".- განაცხადა კახა კალაძემ.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
- მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".