მდინარაძეს გადაეცით, ძალიან ვნანობ, უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი - ალეკო ელისაშვილი
მდინარაძეს გადაეცით, ძალიან ვნანობ, უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე არ გავაყოლე პარლამენტში - ამის შესახებ დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ელისაშვილმა ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა ის სასამართლო დარბაზიდან გაჰყავდათ.
ბრალდებულს დღესაც, ისე როგორც წინა სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სიტყვის თქმის უფლება არ მისცა.
სინანული არ მაცოდებს, ასე რომ გამოვასწორებ აუცილებლად. ბატონო გიორგი (მოსამართლეს მიმართავს) რამ შეგაშინათ ისე, რომ მეოთხე სხდომაა სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლევთ. პატიმარი კაცის როგორ შეგეშინდათ. ჩემს სიტყვას აუცილებალდ ვიტყვი. გადაეცით (მდინარაძეს) რომ მაგის სინანული მაქვს საშინელი, რომ უფრო უკან რომ არ შემოვარტყი", - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 2024 წლის მარტში კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში გაარტყა.
დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა.
ფოტო (არქივი)