ცნობილია, სად იყო შიო III საპატრიარქოში ავტომობილის შევარდნის დროს
კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე ინცინდენტის დროს, როცა საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია, საპატრიარქოში არ იმყოფებოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ზედაზნის მონასტერში იმყოფება და ღირს იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა პარაკლისს აღასრულებს.
"ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია, დაკავებულია.
უცნობია, რა გახდა მომხდარის მოტივი.
პოლიციისა და სასულიერო პირების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.