მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

20.05.26 14:54
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, შუა ხნის კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია. კადრები "პირველების" გადამღებმა ჯგუფმა საპატრიარქოსთან გადაიღო, სადაც ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ  "ტოიოტა პრიუსმა" ჯერ შლაგბაუმი გადაანგრია შემდეგ კი ჭიშკარი შეანგრია. 

ავტომობილი, რომელიც ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა, საბლლოოდ, საპატრიარქოს ეზოში მდგარ შავი ფერის "ტოიოტას" შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწაფო და სამაშველო სამსახურის ავტომობილები. 

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი "ტოიტა პრუსის" მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. 

საპატრიარაქოში მყოფი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

განახლება: როგორც  "პირიველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.