ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

20.05.26 19:03
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. 

მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არც მაშინ უთქვამს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა - "ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია".

მე საფრანგეთის მოქალაქეობა დავტოვე, უარი ვთქვი როცა გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. რაც სხვათა შორის არ გაუკეთებია არც პრემიერობის დროს და არც ახლა, შეიძლება ფრანგები წაართმევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილს არ დაუტოვებია საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია. არც მინდა ამაზე პასუხი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

  • ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ის პარიზში, პრინცესების ქუჩაზე, ტყეში ჩაფლული სასახლის მფლობელია. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე ფლობენ ფრანგულ კომპანიებსაც. 

ცნობისთვის, მიდმინარე წლის 12 მაისს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუცია ითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი  „ოლიგარქად“ არის მოხსენიებული.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამმოუწოდა საკუთარ მთავრობას, დაგმოს „რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოზე“ - მის პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ბიძინა ივანიშვილზე.

მსგავსი სიახლეები