"ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე" - სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატზე
"ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, მიგვაჩვიონ იმას, რომ შეიძლება რაღაცა უფრო რადიკალური ნაბიჯი გადაიდგას რუსეთის მიმართულებით" - ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი ფბ-ლაივში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ფორმატზე მოქალაქეის მიერ დასმულ კითხვას.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ამ საკითხზე მანამ ისაუბრა, სანამ "პირველები" მინსკის შეხვედრის შესახებ გაავრცელებდა ინფორმაციას.
ეს ფორმატი ახალი არ არის, არსებობდა ჩვენ ვიცით ზურაბ აბაშიძე და აღარ მახსოვს რუსეთის მხრიდან რომელი იყო, სადაც რაღაცა თემებზე იყო რუსეთთან საუბარი. არანაირი სიახლე აქ არ არის გარდა იმისა, რომ მე მგონი უფრო ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ აი რაღაცა სიახლეები ხდება იმ დროს, როცა ყველაფერი გაყინული არის ევროკავშირთან, აქითკენ რუსეთთან არის რაღაცა შეგრძნება ისეთი, რომ ახალი მოლაპარაკებები ახალი ფორმატები ახალი რაღაცა. ნელ-ნელა ცდილობენ რომ მიგვაჩვიონ და ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, მიგვაჩვიონ იმას, რომ შეიძლება რაღაცა უფრო რადიკალური ნაბიჯი გადაიდგას რუსეთის მიმართულებით და ამიტომ მიდის ეს რაღაცა ლაპარაკი იმაზე რაღაც გიორგევსკის ახალ ტრაქტატზე, ეს რაღაცა ვითომც ახალი ფორმატი რომელიც არ არის ახალი ფორმატი და ასე შემდეგ და მიგვაჩვიონ იმ დონეზე, რომ თუ დადგება ის დღე, როცა რაღაც ნაბიჯს გადადგამენ. იმ ნაბიჯზე უკვე ვიყოთ რაღაცნაირად შეჩვეული, რომ რეაქცია ხალხისგან არ იყოს ისეთი მკვეთრი, როგორც უნდა იყოს თუ რამე ნაბიჯი
გადადგმული იქნება რუსეთის , ახალი ნაბიჯი რუსეთის მიმართულებით. ასე რომ ვიყოთ ფხიზლად უთუოდ, მაგრამ არ მივეცეთ ამ რაღაცა უიმედობას რომ ესენი საითკენაც მიდიან... არა, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ უარი ვთქვათ სადაც უარი იქნება სათქმელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.