"პირველების" ინფორმაციით, კობახიძის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა

18.11.26 21:06
"პირველების" ინფორმაციით, კობახიძის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა

"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელი, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა.

როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, მოლაპარაკებები ბელორუსის დედაქალაქში ხვალ გაიმართება.

რუსულ მხარეს მოლაპარაკებეზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს. ის უკვე მინსკში იმყოფება.

ცნობისთვის, ორშაბათს გიორგი ზურაბიშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა არ დააკონკრეტა როდის გაიმართებობა ეს შეხვერდა.  სერგეი ლავროვის მოადგილემ კი გუშინ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები