"ეს შეხვედრა იყო ყველაზე ნათელი ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში" - რასა იუნევიჩინენე პატიმრების მშობლებთან შეხვედრაზე

18.11.26 20:59
"ეს შეხვედრა იყო ყველაზე ნათელი ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში" - რასა იუნევიჩინენე პატიმრების მშობლებთან შეხვედრაზე

"ეს შეხვედრა იყო ყველაზე ნათელი ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში" - ასე ეხმაურება რასა იუკნევიჩიენე საქართველოში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული პატიმრების მშობლებთან შეხვედრას.

ევროპარლამენტარი ციხეში მყოფ ახალგაზრდებს მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი არ არიან დავიწყებულნი. 

უპირველეს ყოვლისა, ეს შეხვედრა იყო ყველაზე ნათელი შეხვედრა ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შეხვედრა აქ, ევროპარლამენტში, განსაკუთრებით საქართველოს გათვალისწინებით. რადგან, როდესაც ვხედავ ამ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ახლობლებისთვის, თავიანთი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის,  მინდა დავარწმუნო ხალხი  ვინც ციხეშია რომ ისინი , არ არიან დავიწყებულნი. დღეს იმაზე მეტი ოპტიმიზმი მაქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არ ველოდით, რომ უნგრეთი შეიცვლებოდა, მაგრამ ეს მოხდა. ხალხმა შეძლო სიტუაციის შეცვლა უნგრეთში. ახლახან ძალიან პოზიტიური გზავნილი გვქონდა სერბეთიდან. ვფიქრობ, სერბეთი და საქართველო ყველაზე მსგავსი შემთხვევებია და ეს ორივე მხარემ იცის. ასე რომ, შეხედეთ, სერბებმა შეძლეს თვითორგანიზება, ეს ქუჩის მოძრაობები, გადაიქცა მოძრაობად და არჩევნები მათთვის წარმატებული აღმოჩნდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ასევე გზა და შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ არ დანებდეს.  ქართველი ხალხი მართლაც უდიდეს სიმამაცეს იჩენს, რომ ებრძოლოს რეჟიმს რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული სახელი — ქვეყნის „ბიძინიზაცია“ — და არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ხალხის უმრავლესობას ეს მოსწონს.“- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ. 

მსგავსი სიახლეები