"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - პატიმრების მშობლებმა ევროპარლამენტის წინ ბანერი გაშალეს

18.11.26 21:06
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - პატიმრების მშობლებმა ევროპარლამენტის წინ ბანერი გაშალეს

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ შინაარსის ბანერი დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის წინ გაიშალა. ამ ფორმით პროევროპულ აქციაზე დაკავებულების მშობლები შეეცადნენ ევროპელ პოლიტიკოსებისთვის ეთქვათ, რომ ბრძოლა მათი შვილების და ქვეყნის თავისუფლებისთვის არ გაჩერდება.

„ჩვენ აქ ვართ არა მხოლოდ ჩვენი შვილების გამო, ჩვენ აქ ვართ საქართველოს გამო. საქართველოს ევროპული არჩევანი არ ეკუთვნის რომელიმე ხელისუფლებას, ის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენი საზოგადოების თავისუფალი ნება და მომავალი თაობების იმედი”. - თქვეს მათ.

მშობლებმა ევროპარლამენტის წინ კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათი შვილებსი გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

მოვუწოდებთ ევროპას, მხარი დაუჭიროს იმ კანონის გაუქმებას, რომლებიც ზღუდავს სიტყვის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას.
ასევე მოვითხოვთ გამოცხადდეს ამნისტია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისთვის დაკისრებულ უსამართლო ჯარიმებზე. ჩვენ ვითხოვთ სამართალს.

მშობლებმა ასევე ევროკავშირს თხოვნით მიმართეს, რომ არ გაუუქმონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა

არ დაუშვათ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ერთი პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებების მძევლად იქცეს. არ გაუთანაბროთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება იმ ხელისუფლების პოლიტიკას, რომლის მოქმედებებიც ამ პროცესს აშორებს ევროპულ სტანდარტებს.
გთხოვთ, შეინარჩუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხისთვის ევროპასთან კავშირის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ, მაგრამ სურთ ევროპასთან ურთიერთობა, სწავლა, განვითარება და თავისუფალ სამყაროს ნაწილში ყოფნა”. - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები