"ქაღალდზე გადატანილი ვირტუალური კეთილდღეობა" - რის ხარჯზე "შემცირდა" უმუშევრობა

20.05.26 20:13
"ქაღალდზე გადატანილი ვირტუალური კეთილდღეობა" - რის ხარჯზე "შემცირდა" უმუშევრობა

 

 

საქსტატი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? - სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ  შრომისუნარიანი ადამიანები ემიგრაციაში არიან წასულები და სამსახურსაც შესაბამისად აღარავინ ეძებს.  

"პირველების" გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოჯახების უმეტესობიდან ერთი ადამიანი მაინც ემიგრაციაშია წასული.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა. 14, 4 პროცენტი - ეს არის პირველი კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელი.

ასახავს თუ არა სტატისტიკა რეალობას? - მხოლოდ ერთი რიცხვი უმუშევრობის დონე შემცირებულია, მაგრამ ყველა სხვა მონაცემი საპირისპირო სურათს აჩვენებს. შემცირდა დასაქმების დონე, სამუშაო ძალის მონაწილეობა, მათ შორის ქალაქებშიც. პირველი კვარტლის სტატისტიკით, 230 ათასი ადამიანია უმუშევარი.

ქაღალდზე გადატანილი ვირტუალური კეთილდღეობა - ასეთია ეკონომისტების შეფასება. რეალურად წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით არის შემცირებული, 34 ათასით შემცირდა სამუშაო ძალა და 50 ათასით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამსახურს აღარც კი ეძებს.  თან ეს ხდება მაშინ როცა ქართული ოცნება ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, სწორედ ეს არის სპეციალისტებისთვის ეკონომიკური პარადოქსი.

ლიკა ჯანყარაშვილი თემის დეტალებით

მსგავსი სიახლეები